კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: პრინციპულად მიუღებელია ინფიცირებულების სქესზე, ასაკზე და ვინაობაზე ლაპარაკი

ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, როგორც ინფიცირებულების სქესზე, ასაკზე და მათ ვინაობაზეა ლაპარაკი, მით უმეტეს გარდაცვლილებთან დაკავშირებით. ეს ეთიკურად იკრძალება და არ არის სწორი მიდგომა, როდესაც ჯანდაცვის წარმომადგენლები ან საზოგადოება ამაზე მსგავსად საუბრობს

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გარდაცვლილი ინფიცირებული პაციენტების სქესს, ასაკსა და თანმხლებ დაავადებებს არცერთი ეპიდემიოლოგი არ მალავდა. მინისტრს არ განუმარტავს, როდიდან გახდა ეს საკითხი "პრინციპულად მიუღებელი".

კომენტარები