ქართული ოცნება

გახარია: სოსო ჯაჭვლიანის ემოციურ გამონათქვამებზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ

უკომენტაროდ. ესეც არის როგორი თემა, იცით? როდესაც სპეციალურ ღონისძიებაზე, პანდემიაზე, ეკონომიკურ კომპონენტებზე, ახალ პროექტზე საკითხი აღარ გაქვთ... რა პრეტენზიითაც არ უნდა მიდიოდეს ბატონი ჯაჭვლიანი, მე მის მსგავს ემოციურ გამონათქვამებზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის შესახებ დასმულ კითხვაზე. ჯაჭვლიანმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ "ამ წუთიდან მე ქართული ოცნების წევრი აღარ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს".

კომენტარები