საარჩევნო ფინიშის სწორზე ვართ, სულ ახლოს არის გამარჯვება და გარდამტეხი ცვლილებები, მინდა მივმართო მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, რომ ამ გამარჯვების და ცვლილებების გასაღები ჩვენს აქტიურობაშია, არც ერთი ჩვენგანი არ უნდა დავრჩეთ 31 ოქტომბერს სახლში, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და საკუთარი ერთი ხმით გავაძლიეროთ საერთო გამარჯვება, უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მრავალი ერთი ხმა შექმნის იმ ძალას, რომელიც შეძლებს ამ არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანას, მე მჯერა, რომ ახალი მრავალპარტიული ხელისუფლების შემადგენლობაში ევროპული საქართველო შეასრულებს მის უმნიშვნელოვანეს და ერთერთ წამყვან როლს საქართველოს დასავლური, ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად
არჩევნები 2020
შავგულიძე ამომრჩეველს: გამარჯვების და გარდამტეხი ცვლილებების გასაღები ჩვენს აქტიურობაშია
tbl.ge/56lk
დაკოპირდა
ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, შალვა შავგულიძე თბილისში, ვარდების მოედანზე, ევროპული საქართველოს შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო