კორონავირუსი საქართველოში

გახარია კორონავირუსზე: პროცესი სრულად მართვადია, შემიძლია, ხაზგასმით აღვნიშნო

დღეს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. დღეს ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა. 

მე კიდევ ერთხელ შემიძლია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ პირბადეების ტარება და დისტანცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, უნდა ვატაროთ პირბადე უკვე ყველგან, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში და პირდაპირი კავშირია პირბადის ეფექტურ ტარებასა და წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებასთან - რაც უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე ატარებს პირბადეს, მით უფრო ნაკლები აუცილებლობა იქნება წერტილოვანი შეზღუდვების და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს.

თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

კომენტარები