არჩევნები 2020

ყაველაშვილი: დაბრუნების უფლება არ უნდა მივცეთ ძალას, რომელიც ებრძვის ეკლესიას

ალტერნატივა როცა არ ჰყავს გუნდს, მისი კონკურენტი არის ის გამოწვევები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. აუცილებელია აქტიურობა, რომ ხალხის მხარდაჭერით ეს პროექტები გაგრძელდეს და განხორციელდეს და აუცილებელია მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს ქართულ ოცნებას და ეს უნდა დაფიქსირდეს, როდესაც ჩვენი მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთებთან. სამ დღეში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები. ერთად ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთობით კვლავ მივცეთ ლეგიტიმაცია იმ მნიშვნელოვან პროექტებსა და ძვრებს, რაც გვაქვს გაცხადებული. იმ ძალას, რომელიც ებრძვის ეკლესიას, ებრძვის ჩვენს ოჯახებს, ებრძვის ღირებულებებს, რომელზეც დგას მთელი ჩვენი ისტორია და ტრადიციები, შეუძლებელია, მივცეთ უფლება, რომ რაიმე სახით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

ისაუბრა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევის ოლქში, მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები