კორონავირუსი საქართველოში

გახარია: კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყანაში სისტემური ლოკდაუნი არ იქნება, იქნება წერტილოვანი

ბევრი საუბარი იყო წინასაარჩევნო კოტექსტში ლოკდაუნთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, იმისთვის, რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნი არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით ლოკდაუნი არ იქნება და ვერ იქნება.

მარტივად აგიხსნით რატომ, იმიტომ, რომ ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში, დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას, კიდევ ერთხელ ვამბობ - გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ეკონომიკური სწრაფი აღდგენა გახდება პრიორიტეტი N1...

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ევროპული საქართველოს ინფორმაციაზე, რომ არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება კვლავ ქვეყნის სრულ ჩაკეტვას გეგმავს.

კომენტარები