არჩევნები 2020

ივანიშვილი: კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ აბსოლუტური... არა, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ

მე მგონი, დღეს არ არის... შეიძლება [პროგნოზის გაკეთება]? 

ჩვენ ვაცხადებთ მუდამ, კვლევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან, ჩვენ ვფიქრობთ, არანაკლებ 55%-ის, არამეტი 60%-ის, ამ შუალედში... 

სხვა კვლევებიც არსებობს, გარდა შიდა პარტიულისა, რა თქმა უნდა, 2-3 არხი მხოლოდ სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ, სხვა დანარჩენი კვლევები სწორედ ამაზე მიანიშნებს, კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობით... აბსოლუტურ უმრავლესობით არა, უმრავლესობით მოვალთ, სოლიდურით.

მე ვფიქრობ, 100 მანდატი ექნება ქართულ ოცნებას საშუალოდ, პლუს-მინუს 2 მანდატი...

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ხმა მთაწმინდის ოლქში, N4 საარჩევნო უბანზე მისცა.

კომენტარები