უდუმაშვილი: არჩევნებში ქართული ოცნება დამარცხდა, მოვიგეთ ყველა დიდ ქალაქში

ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, ქართული ოცნება დამარცხდა, შემიძლია, დამაჯერებლად გითხრათ, ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვდის საარჩევნო უბნებიდან, გვიდასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, მოვიგეთ ყველა დიდ ქალაქში და მათ შორის, გავიმარჯვეთ თბილისშიც. ყველა ინფორმაცია გვიდასტურებს, რომ თბილისი მოიგო ოპოზიციამ და ჯერ ისტორიაში არ ყოფილა, რომ პარტია, ორგანიზაციები, რომელიც თბილისს იგებენ, მარცხდებოდნენ არჩევნებში.

ვინც იგებს თბილისში, ის აკომპლექტებს მთავრობას, ანუ მთავრობას დააკომპლექტებს ოპოზიცია.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყვიტეთ ძალადობა, რომელიც არის ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით, ბატონებო, ეს რეალობას ვერ შეცვლის, სამაგიეროდ, ეს კიდევ ერთხელ დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას, ქართული ოცნების მხარდამჭერებს მივმართავ, ნუ ჩაყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს, არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია...

ენმ-ს ლიდერი ზაალ უდუმაშვილი საგანგებო ბრიფინგზე
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები