არჩევნები 2020

კალაძე: ცხადია, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემები უკვე დაფიქსირებულია და ცხადია, რომ ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. პირველ რიგში, გაიმარჯვა იმ ხალხმა, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და ერთიანი ძლიერი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად გაიმარჯვა ყველა იმ მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა. ვინაიდან დღევანდელი შედეგებით გამარჯვებულია არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა...

ქართულ ოცნებაში უკვე გამარჯვებას ზეიმობენ. TV იმედის ეგზიტპოლის მიხედვით ქართულ ოცნებას 55% აქვს, რუსთავი ორის ეგზიტპოლით 52.26%, ფორმულას ეგზიტპოლით 46% და მთავარი არხის - 41%. ეგზიტპოლები ჯერ საბოლოო არ არის.

კომენტარები