არჩევნები 2020

ჟორჟოლიანი: არჩევნები ჩაატარა ქუჩამ, ქურდების ძმებმა, რძლებმა და ბიძაშვილებმა

კიდევ ერთხელ ვამბობ, არჩევნები ჩემთან ჩაატარა ქუჩამ, ქურდების ძმებმა, რძლებმა და ბიძაშვილებმა. ვიდეოები მაქვს, როგორ უვარდებოდნენ უბნებზე ჩვენს სიფრიფანა გოგონებს, საერთოდ არანაირი მორიდება არ ჰქონდათ და იქ, სადაც ხმის დათვლა მიდიოდა, ქუჩის ბიჭები ღია ფანჯრებიდან ანიშნებდნენ, რა უნდა ექნათ. რა არჩევნებზე მელაპარაკებით?

თქვა ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, ტვ პირველის ეთერში. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 16:00-ზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

კომენტარები