ლარის კურსი

ფინანსთა მინისტრი: ლარის გაუფასურება გამოწვეულია პოლიტიკური დაძაბულობით და რადიკალიზმით

ის პოლიტიკური პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს, რომელიც ხასიათდება რადიკალიზმით, უკიდურესი რადიკალიზმით, შეუძლებელია, არ აისახოს ლარის კურსზე. ამ ეტაპზე, ამ მომენტისთვის არანაირი ობიექტური პირობა იმისი, რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ, არ არის.

ეს ერთმნიშვნელოვნად არის იმ მოვლენებით გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია იმ რადიკალიზმთან და იმ პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რაც დღეს ქვეყანაშია. ამავდროულად, ეს დაძაბულობა, თავის მხრივ, ხელს უწყობს, როგორც ხედავთ, ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას, არ არის ეს რთული მისახვედრი, ემპირიულადაც ჩანს...

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის მკვეთრ გაუფასურებას ოპოზიციის აქციებს აბრალებს.

კომენტარები