ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: მადლობა ყველა სტუდენტს, რომელიც მოხალისედ ჩაერთო ამ რთულ ბრძოლაში უხილავ მტერთან

ჩვენ არაერთი ღონისძიება გავატარეთ, რომელიც, ამ ეტაპისთვის, საკმაოდ გვეხმარება ჩვენ პაციენტების მართვაში. ესენი არიან ჩვენი სტუდენტები, რომელთა გადამზადებაშიც კოვიდის მართვის პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარა განათლების სამინისტრო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სტუდენტს, რომლებმაც მოხალისეებად გამოხატეს მზაობა და ჩაერთნენ ამ რთულ ბრძოლაში უხილავ მტერთან.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები