სასტუმროების როლი ძლიერდება. სასტუმროები თუ აქამდე ერთგვარად ბინის ეკვივალენტის როლს ასრულებდნენ და ბინასა და სასტუმროებში განაწილება ხდებოდა იმის მიხედვით, ვის არ ჰქონდა ბინაში იზოლაციის პირობები, ახლა სასტუმრო იქნება რაღაც შუალედური რგოლი ბინასა და ჰოსპიტალს შორის, არა მარტო იზოლაციის, არამედ მოვლის და მკურნალობის თვალსაზრისით.
სასტუმროში გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი, როგორც რაოდენობრივად, ისე თვისებრივად. და სასტუმრო გახდება საშუალო ბინასა და საავადმყოფოს შორის, სადაც პაციენტს ჩაუტარდება გამოკვლევებიც და, თუ საჭიროა, მსუბუქი მკურნალობაც. რასაკვირველია, სერიოზული მკურნალობა სასტუმროში ვერ ჩატარდება და სერიოზული მკურნალობისთვის რჩება ჰოსპიტალი.
ესეც, მინდა იცოდეთ, რომ არის საქართველოს "ნოუ ჰაუ". არცერთ ევროპის და ამერიკის ქვეყანაში არ არსებობს სასტუმროების, როგორც დაკვირვების და სამკურნალო დაწესებულებების როლი. იქ სასტუმრო მხოლოდ საკარანტინე ფუნქციებს ასრულებს. ჩვენთან საკარანტინე ფუნქციების გარდა, ის შეასრულებს შუალედურ როლს მაღალკვალიფიციურ კლინიკასა და ბინას შორის.
ბინაზე დარჩებიან აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტები და ის, ვისაც რისკის ძალიან დაბალი დონე აქვს დამძიმების, სასტუმროში მოთავსდებიან ისინი, ვინც არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ მაინც აქვთ რაღაც რისკის ფაქტორები და საჭიროებენ სამედიცინო დაკვირვებას, ხოლო ჰოსპიტალიზებულები იქნებიან ისინი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ეს იყო ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება





