არჩევნები 2020

ბოკერია: ძალის გამოყენების არანაირი საფუძველი არ იყო, უტიფარი რეჟიმის პანიკაა

უტიფარი რეჟიმის პანიკაა. რამდენიმე ასეული ადამიანიც არ იყო, ათეული ადამიანი იყო, ძირთადი კოლონა მოდიოდა. ნაწილი, საერთოდ, ეთერში ვიყავით და იქ ვუყურებდით ამას. არათუ გაფრთხილება არ იყო, არანაირი საფუძველი არ იყო ძალის გამოყენების.  

[..] ახლაც ეს გაფრთხილება რას ეყრდნობა? აქ რა კანონი ირღვევა? ეს არის მშვიდობიანი მანიფესტაცია. იმ შეურაცხყოფის ფონზე, რაც ქართველ ხალხს მიაყენა ივანიშვილმა ამ არჩევნებით, კარგი გაგებით, ძალიან მშვიდი აქციაა - მტკიცე, მაგრამ მშვიდი. 

ყველა ნაბიჯს, რასაც უკანონოდ გადადგამენ, ძალიან ძვირ ფასად მოიმკიან ივანიშვილი და მისი გარემოცვა. რამდენჯერაც არ უნდა დაშალონ, ეს ვერ ჩაახშობს ამ პროტესტის გრძნობას, უფრო გაამწვავებს და უფრო დრამატულს გახდის მათ ბედს.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. ცესკოს შენობასთან სპეცრაზმმა აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გაუფრთხილებლად გამოიყენა.

კომენტარები