აქცია ცესკოსთან

ექიმი: დასველებულ ადამიანებს დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი აქვთ, ნუ მოკლავთ

ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, თქვენ ქვეყნის და ადამიანების დასაცავად დაგიქირავათ საზოგადოებამ. მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვისაც პანდემიის პიკზე, ნოემბრის ცივ ღამეს ცივი წყლის ჭავლით დევნით...

სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული და მათ დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი აქვთ, ვიდრე იმათ, ვინც ამ დანაშაულს თვალს თბილი ოთახებიდან ადევნებს. გთხოვთ, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში.

საქართველოში უკვე არცერთ ჰოსპიტალში აღარაა ადგილი დაავადებულების მისაღებად. თქვენც შეიძლება აღმოჩნდეთ ერთ-ერთი, ვისაც ხვალ დახმარება დასჭირდება და ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი უბრალოდ გადავსებული იქნება.

ვერ იცხოვრებთ ამ ცოდვით, ვერ გაუსწორებთ თვალებს თქვენს შვილებს!!!

ახლა, მშიერი, გადაცივებული, უფლებაწართმეული, დასტრესილი ადამიანების დევნა მკვლელობაზე შეგნებულად წასვლაა!

გთხოვთ, ნუ მოკლავთ ადამიანებს!!!

ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელიც ნიუ-იორკის კლინიკაში მუშაობს და რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დროდადრო რჩევებს აქვეყნებს, პოლიციას მიმართავს. ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმმა წყლის ჭავლი რამდენჯერმე გაუფრთხილებლად გამოიყენა.

კომენტარები