გამყრელიძე: სექტემბრის 10-15 რიცხვამდე ძალიან კარგად მივდიოდით, მერე ხელიდან გავუშვით აღვირი

ჩვენ ძალიან კარგად მივდიოდით სექტემბრის 10-15 რიცხვამდე. დადგება ამის ანალიზის დროც, რატომ და როგორ. სამწუხაროდ, მერე ჩვენ ხელიდან გავუშვით ე.წ. აღვირი. ჩვენ დავიჯერეთ, რომ ივლისსა და აგვისტოში თითქოს დავამარცხეთ კორონავირუსი. არადა, ხშირად ვამბობდით, რომ საქართველო მარტო ვერ დაამარცხებს ამ პანდემიას, პანდემიას დაამარცხებს მთელი მსოფლიო ერთად, ამიტომ, დავიცვათ ეს წესები, ხშირად დავიბანოთ ხელები, გვეკეთოს პირბადე, არ გადავიხადოთ დიდი ქორწილები. 

ბევრჯერ ვთქვი, რომ აგვისტოს ბოლოს ერთ-ერთ ქალაქში ერთიანად იყო ცხრა 400-კაციანი ქორწილი, საიდანაც პირველი დიდი ეპიდაფეთქება წამოვიდა, რომელიც გავრცელდა და გავრცელდა. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. 12 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 69 681 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 52 169 გამოჯანმრთელდა, 599 კი გარდაიცვალა. სულ 16 887 აქტიური შემთხვევაა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები