არჩევნები 2020

უსუფაშვილი: სირცხვილის დერეფანი უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება

სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება... არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს.

ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა. და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენ შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ - პოლიტიკური პროცესის 1 460 დღისთვის, და არა მას - არჩევნების ერთი დღისთვის...

ლელოს წევრი დავით უსუფაშვილი ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის მოწოდებას. 15 ნოემბერს ბათუმში გამართულ აქციაზე ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, მეორე ტურების დროს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.

კომენტარები