არჩევნები 2020

კალაძე ოპოზიციას: მეგობრებო, უნდა მოვნახოთ საერთო ენა, პარლამენტიდან ვუპასუხოთ გამოწვევებს

[...] იქნებ ვცადოთ და ერთმანეთის კრიტიკის პარალელურად, რაც ასევე დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გაერთიანებაც შევძლოთ.

იქნებ ვცადოთ იმ პოლარიზაციის დასრულება, რომელიც დღეს გვაქვს და ნამდვილად არ მოსწონთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ყველას სტრესულ გარემოში ამყოფებს.

მე კი, როგორც ქალაქის მერი, პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ ამისთვის.

მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

ამიტომ, მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს – ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ.

წერს დედაქალაქის მერი და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, კახა კალაძე საკუთარ Facebook გვერდზე. ცნობისთვის, ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს და მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებს - ოპოზიციის წარმომადგენლებმა მანდატებზე უარი თქვეს.

კომენტარები