არჩევნები 2020

პრემიერი ოპოზიციას: რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენ შორის, ვისწავლოთ ერთად მუშაობა

არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ საარჩევნო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

ყველა პოლიტიკოსს, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პირველ ტურში, პანდემიის დროს, ასევე მეორე ტურში, პანდემიის დროს, გარდა იმისა, რომ გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა.

ყველა ამ პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურმა პროცესმა უნდა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში, ეს არის ყველაზე მთავარი.

რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენ შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება და უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა. ეს არის, როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა, დავალება, გარდა ამისა, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო...

თქვა პრემიერმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის მიერ არაღიარებული მეორე ტურის შესახებ. კომენტარი სამთავრობო ტელევიზია იმედის LIVE-იდან არის აღებული. ტაბულა მეორე ტურს ფარსად მიიჩნევს და არ აშუქებს.

კომენტარები