არჩევნები 2020

ირაკლი კობახიძე: არჩევანი გავაკეთე სათანადო

ჩვენი თხოვნაა ამომრჩევლის მიმართ, მაქსიმალურად იაქტიურონ დღესაც, რომ მაქსიმალური შედეგი დაფიქსირდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვების ბოლომდე მიყვანისთვის.

არჩევანი გავაკეთე სათანადო, ისეთი, როგორიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას. ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევაა, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან, ბევრ სხვა ფაქტორთან. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით. სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ჩემი არჩევანი...

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ არაღიარებულ მეორე ტურის შესახებ. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ტაბულა მეორე ტურს ფარსად მიიჩნევს და არ აშუქებს.

კომენტარები