არჩევნები 2020

მდინარაძე: ოპოზიცია პროვოკაციებს ცდილობს, თუმცა, არჩევნები თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს

ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი მათი ლიდერების მითითებით აპირებს, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა, შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციის და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენოს.

მიუხედავად პროვოკაციის მცდელობებისა, არჩევნები ძალიან მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს და დარწმუნებულები ვართ, დღევანდელი დღე ბოლომდე ასეც ჩაივლის...

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ არაღიარებული მეორე ტურის შესახებ კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა. ტაბულა მეორე ტურს ფარსად მიიჩნევს და არ აშუქებს.

კომენტარები