ვოლსკი ოპოზიციაზე: რიგგარეშე არჩევნებიც რომ დაინიშნოს, არ აინტერესებთ

მონდომება და სურვილი, რომ შედეგი გამოიღოს, არის. პოლიტიკურ ველზე რთული მდგომარეობაა, მაგრამ ის, რასაც ჩვენი ოპონენტები ეძახიან პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ კრიზისს თუკი თავად შექმნიან, ამას ჰქვია ხელოვნურად შექმნილი კრიზისი პოლიტიკურ ველზე, რაც არ უკავშირდება იმ რესურსს, რაც ხელისუფლებას გააჩნია, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს.

ოპოზიცია რასაც საუბრობს, ეს არ არის რეალობასთან კავშირში და ლოგიკური საფუძველი მათ განცხადებებს არ გააჩნია. თუნდაც საგანაგებო საკითხების განხილვა, პარლამენტის ბოიკოტირება ნიშნავს, რომ არჩევნები არ აინტერესებთ. რიგგარეშეც რომ დაინიშნოს, არც ის აინტერესებთ. ჯერჯერობით სურათი ასეთია, ვიმედოვნებ, ხვალ ეს სურათი შეიცვლება...

ამბობს ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ოპოზიცაზე. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მე-2 ტურში მონაწილეობა არ მიიღეს. შედეგად, ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში ყველა მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები