კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სადღესასწაულო დღეებში ცოტა ტესტი ტარდება, მატება გაგრძელდება, პიკში შევდივართ

ტესტირების რაოდენობა შაბათ-კვირას და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში ეცემა, გუშინ და გუშინწინ PCR და ანტიგენის ტესტი ერთად გვქონდა 7-8 000-ის ფარგლებში, როცა კვირის სხვა დღეებში გვაქვს 12-13 000.

ასე რომ ეს რაოდენობა, 3128, გთხოვთ, ნუ დაგვამშვიდებს, კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და მატება კიდევ გაგრძელდება, იმიტომ, რომ ჩვენ შევდივართ უკვე პიკში და პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, ჩვენ ეს არ ვიცით...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები