COVID 19

ცერცვაძე: რემდესივირის გადასხმა დავიწყე, საქართველოში არ არის, უცხოეთიდან გამომიგზავნეს

ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ყელის ძლიერი ტკივილი, ხველა და, რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები. ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. „რემდესივირი“, შესაძლოა, არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს...

უთხრა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია იმედს.

კომენტარები