კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე ტიკარაძეზე: ეს ახალგაზრდა ქალბატონი რამდენ ფრონტზე იბრძვის, რამდენს მიაღწია უკვე

ჯანდაცვის მინისტრი, იცით, რამხელა საქმეს უმკლავდება? გარდა იმისა, რომ ის წარმატებით მართავს პირადად ამ კოვიდის სიტუაციას, მას დახვდა ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ჯანდაცვაში, სისტემური ცვლილებებია გასაკეთებელი სხვა დარგებში, არა კოვიდში, იგივე გადაუდებელ დახმარებაში, იგივე კარდიოქირურგიაში, ნეიროქირურგიაში, სხვაგან.

და ის, ეს ახალგაზრდა ქალბატონი რამდენ ფრონტზე იბრძვის და რამდენს მიაღწია უკვე. მე არც მახსოვს, სხვა მინისტრების დროს, რომ ასე მოკლე დროში ამდენი რამე გაკეთებულიყოს.

კარგით რა, იმიტომ, რომ სასწრაფომ დაიგვიანა 2 საათით ან იმიტომ, რომ ვიღაცის ჰოსპიტალიზაცია ვერ ხერხდება, რაც მთელ ევროპასა და მსოფლიოში ასეა, ბევრად უფრო ფართო მასშტაბით, ამისთვის ასე ორკესტრირებული შეტევა მინისტრზე როგორ შეიძლება?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

კომენტარები