ჰარცელი ენმ-ს არჩევნებიდან შესაძლო მოხსნაზე: შემაშფოთებელია, მკაფიოდ მიმართულია ენმ-სკენ

როგორც ვიცი, მმართველი პარტიის მხრიდან მოხდა ორი კანონპროექტის ინიცირება. ერთი ეხება პარტიების რეგისტრაციის გაუქმებას და მეორე პარტიების დაფინანსების შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს ინციატივები პროცესს ხელს არ უწყობს და გულწრფელად გითხრათ, შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება პარტიების რეგისტრაციების გაუქმების შესახებ - ეს არის კანონი, რომელიც მკაფიოდ მიმართულია უმსხვილესი ოპოზიციური პარტიისკენ მისი ყოფილი თავმჯდომარის სტატუსის საფუძველზე. ვფიქრობ, ყოველთვის კითხვებს ბადებს ისეთი კანონების ქონა, რომელსაც, როგორც ჩანს, კონკრეტული მიზანი აქვს, თუმცა, ასევე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის კანონებს სჭირდება უფრო ფართო წინდახედულება. ეს არის ის, რაზეც ყველა უნდა ფიქრობდეს, თუ რას ნიშნავს ეს რეალურად საქართველოში პარტებისთვის მომავალში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანის მიხედვით, თქვა 19 დეკემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. 17 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც ქმნის ბერკეტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არჩევნებიდან მოსახსნელად. ასევე, ქართულმა ოცნებამ 16 დეკემბერს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს იმ პარტიებისთვის, რომელთა წევრებმაც მანდატებზე უარი თქვეს.

კომენტარები