ჩვენ სამინისტროში დავინიშნეთ 25 ოქტომბერს, დაახლოებით პირველ ნოემბერს შევუდექით საქმიანობას. მანამდე ერთი თვე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება იყო და წინა ხელისუფლება ასრულებდა მოვალეობას. სწორედ ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო ამ დანაშაულის გახსნა. მაგრამ ეს არ მიხსნის ვალდებულებას, რომ ეს საქმე იქნას გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი, და ეს ასეც იქნება. უბრალოდ დროში გაიწელა, ვინაიდან გართულდა ამ საქმის გამოძიება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არ გავურბივართ, მათგან განსხვავებით, პასუხისმგებლობას და ვალდებულებას. პირიქით, მათ მიერ გაფუჭებულ საქმეებზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას
tbl.ge/otr
დაკოპირდა
ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრმა კომენტარი თელავში ვიზიტისას, ჟურნალისტებთან გააკეთა.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: ჯერჯერობით, სახლში ვარ, მაგრამ შეიძლება საღამოს წავიდე და საავადმყოფოში დავრჩე
- ბომბზე შეტყობინების გამო I არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა
- ჭიაბერაშვილი: საგანგებო რეჟიმის გაგრძელება დახმარების გარეშე ხალხის შიმშილისთვის გაწირვაა
- კუხიანიძე: ისეთი რეაქციები წამოვიდა, ჩემი ნათქვამი მათთან შედარებით იყო ბავშვის ღუღუნი
- ® 26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა