კბილაშვილი: კოჰაბიტაციით განაწყენებული მოქალაქეების წყრომის ადრესატი ვარ

ჩემი საქმიანობის დრო საქართველოში ორხელისუფლებიანობის პერიოდს დაემთხვა. აქედან გამომდინარე, პროკურატურის საქმიანობა იმ პოლიტიკით იყო ნასაზრდოები, რომელიც ხალხში კოჰაბიტაციის სახელით არის ცნობილი. ამიტომ, ბუნებრივია ისიც, რომ ვარ კოჰაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა წყრომის ადრესატიც. თუმცა ვთვლი, რომ პრემიერ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში ზომიერებითა და დაბალანსებულობით გამოირჩეოდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკა იყო

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან პროკურატურაში დღეს გააკეთა.

კომენტარები