ილია მეორე

ილია II: ჩვენ თუ არ მივხედეთ თავს, არც უცხოეთი გვიშველის და არც არაფერი

სოფლებში ხშირი შემთხვევაა, როცა საკარმიდამო არ არის მოხნული, დამუშავებული… რა უნდა იმის დამუშავებას?! ძველად ჩვენი ხალხი ოცნებობდა... მე გამიგონია უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორისგან, ჩვენ  ვოცნებობდით, რომ ერთი დღის სახნავ-სათესი მოგვცეს ღმერთმაო და არაფერი გაგვიჭირდებაო. ახლა გვაქვს და აღარ ვამუშავებთ, იქ ტრაქტორი არ არის, იქ ბენზინი არ არის. ჩვენ თუ არ მივხედეთ საკუთარ თავს, არც უცხოეთი გვიშველის და არც არაფერი. ჩვენ თვითონ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, მე რას ვაკეთებ, რა მომაქვს ჩვენი ქვეყნისთვის.

განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში. ნეტგაზეთის ცნობით, შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.

კომენტარები