გია ჯაფარიძე: რის "დალაგებას" ვაპირებთ ჩვენ რუსეთთან ?

უკრაინას აქვს ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები რუსეთთან, ძალიან დალაგებული. იანუკოვიჩმა რუსულ სამხედრო ბაზებს თავის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა გაუგრძელა, არ გააბრაზა მოსკოვი, უკრაინა არის ე.წ. ეს-ენ-გეს წევრი, იანუკოვიჩმა უარი თქვა NATO-ზე, უკრაინის მთავრობა ბოლო მომენტამდე აცხადებდა, რომ ხელს აწერდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, თუმცა, უკანასკნელ მომენტში უარი თქვა. რა მიიღო უკრაინამ პასუხად? რის "დალაგებას" ვაპირებთ ჩვენ რუსეთთან?

ამის შესახებ საქართველოს საქმეთა ყოფილმა დროებითმა რწმუნებულმა პორტუგალიასა და კვიპროსში გია ჯაფარიძემ თავის facebook-ის გვერდზე დაწერა.

კომენტარები