ვანო მერაბიშვილის საქმე

მოროშკინა: პატარა ბავშვმაც იცის, რომ ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანილი იყო

რაც შეეხება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას, თავად მერაბიშვილმა დააფიქსირა, რომ მას დიმიტრი დარბაისელი "ეკაჩავა". დიახ, დარბაისელი მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს სისტემიდან გაუშვეს დიდი რაოდენობით ქრთამის აღების და ნარკომანობის გამო. ის დაჭერილიც ჰყავდათ და დაკითხვის დროს ფანჯრიდან გაიქცა. ახლა კი, ციხიდან გაყვანილ მერაბიშვილს დარბაისელმა საკუთარი ვინაობა შეახსენა და "ებლატავა", ხომ გახსოვს, 2005-ში სამსახურიდან რომ გამიშვი, აი, ახლა რას იტყვი, როცა ჩემს ხელში ხარო. პატარა ბავშვმაც იცის, რომ ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანილი იყო. ეს იყო დარბაისელის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც მთავარი პროკურორი ფარცხალაძე გადაყვა.

განაცხადა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა ლალი მოროშკინამ ასავალ-დასავალთან ინტერვიუში.

კომენტარები