საყვარელიძე: პრემიერის საქმიანობა ამა თუ იმ მიმართულებით შეიძლება შეფასდეს?

რას ნიშნავს წამყვანი ოპოზიციური პარტია? რომ ეკითხათ პარტიების რეიტინგი, აღმოჩნდება, რომ არის ალბათ ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილას და იგივე შედეგი იქნებოდა. სიტყვა წამყვანი რა საჭიროა? ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება, რომ მას ერქვას წამყვანი ოპოზიციური პარტია. ანალოგიურად კითხულობს NDI - როგორ შეაფასებდით პრემიერმინისტრის საქმიანობას არა ზოგადად, არამედ ჯანდაცვის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ა.შ. პრემიერის საქმიანობა ამა თუ იმ მიმართულებით შეიძლება შეფასდეს? ეს კითხვა ხომ იმთავითვე გულისხმობს, რომ ეს შეფასება მაღალი ვერ იქნება, იმიტომ, რომ რაღაცა ნაწილით არის პასუხისმგებელი პრემიერი კონკრეტული სფეროს მდგომარეობაზე. კითხვაში უკვე ჩადებულია ის, რომ პრემიერი აუცილებლად მიიღებს საშუალო მაჩვენებელს.

ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ NDI-ის კვლევის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

კომენტარები