ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

პრეზიდენტი: მე მგონი, ბატონი ბიძინა სამწუხაროდ იღებს ცალმხრივ ინფორმაციას

მე მგონი, ბატონი ბიძინა სამწუხაროდ იღებს ცალმხრივ ინფორმაციას. საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის საქართველო, არის ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. საქართველოს ჰყავს არჩეული პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკებში ჩვეულებრივ პრეზიდენტები არიან დანიშნული პარლამენტიდან, ხოლო საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. მე ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით, შეიძლება კიდევ წიაღსვლები მოხდეს, საზოგადოებამ ნათლად ჩახედოს მარტივ ჭეშმარიტებებს და არ ილაპარაკოს ამ თემებზე პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. მით უმეტეს, ეს თემები რეალური არ არის, იმიტომ, რომ ეს ვალდებულებები... რასაც მე ვახორციელებ, მათში არ არის პოლიტიკური შინაარსი, მე ვახორციელებ იმას, რომ ქვეყანაში დაცული იქნას დემოკრატიული ბალანსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას. ივანიშილმა თქვა, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და ამიტომ, გაეროში პრემიერი უნდა გაემგზავროს.

კომენტარები