მიხეილ სააკაშვილის საქმე

აბაშიძე: საერთაშორისო იმიჯზე სააკაშვილს სახელმწიფო თანხის ხარჯვისას ეზრუნა

ჩვენ ვერ დავიწყებთ რაღაც გამორჩევის პრინციპით მოქმედებას, ჩვენ კი არა, ამ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოები. და ვერანაირად ვერ ვიტყვით იმაზე უარს, თუ ყოფილი პრეზიდენტი არის კონკრეტულად კანონის დარღვევაში მხილებული. და ამ შემთხვევაში საუბარი რაზეა, საუბარი კრიმინალზეა ხო? საერთაშორისო იმიჯზე მაშინ უნდა ეზრუნა სააკაშვილს, როდესაც პირადი კომფორტისთვის, პირადი მოხმარებისთვის ხარჯავდა სახელმწიფო თანხებს და ეს არის დადასტურებული გამოძიების თვალსაზრისით.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების შეფასებისას.

კომენტარები