ქართული ოცნება

საგანელიძე: ფაქტია, რომ ორი წელია, საქართველოში ხალხი გაღიმებული დადის

მე ყველა იმ ადამიანს, საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ქართველს თუ არაქართველს, ვისაც ეს ქვეყანა და ეს მიწა უყვარს, მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე იმიტომ, რომ ორი წელი გავიდა ზუსტად მას მერე, რაც საქართველოში მართლაც თავისუფლად შეიძლება ცხოვრება, სუნთქვა, სიარული. ხალხი რომ გაღიმებული დადის და ადამიანს რწმენა დაუბრუნდა და ცხოვრების ინტერესი, ეს არის ფაქტი. ის, რომ წამების და დაშინების, ბიზნესის დატერორების, ეკონომიკის მოქცევის ერთი კაცის ხელში და შესაბამისად, ერთი კაცის მიერ დანიშნული ბიზნესმენების დრო ნამდვილად გავიდა. ის, რომ სასამართლო თავისუფალია და სასამართლოზე ზეწოლას არავის ახორციელებს, ის, რომ მედიას შეუძლია თავისუფლად იმუშაოს. ის, რომ საქართველოს ყველა მოსახლე არის დაზღვეული და აღარ ეშინია, რომ ხვალ რამე ჯანმრთელობის პრობლემა ექნება და შეიძლება, თავის თავს ვერ უშველოს და ოჯახის წევრს და ასე შემდეგ. აი, ეს მინდა მივულოცო ჩემს საქართველოს მოსახლეობას და ოპოზიცია რას ისაუბრებს, ეს მათი თავის გადარჩენის მეთოდია ეტყობა და მეტი არაფერი.

ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ორწლიანი პერიოდი.

კომენტარები