აგვისტოს ომი

წულუკიანი: მზად ვართ, გადავშალოთ აგვისტოს ომის გვერდი და დავიწყოთ ახლის წერა

ზეწოლა არსებობს, თუნდაც, იმ ფაქტის გამო, რომ რუსული ტანკები კვლავ რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა ჩვენი დედაქალაქიდან. იყო გარკვეული დაძაბულობა სამხრეთ ოსეთის გარშემო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდეც, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ხელმოწერისას ზურგს გვიმაგრებდა. მას შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას თანამშრომლობის შეთანხმება შესთავაზა, რომელიც სამხედრო სფეროსაც მოიცავს. ამ შეთანხმების გაფორმება აფხაზეთის ანექსიად ჩაითვლება. თუმცა, ამ ეტაპზე ხელმოწერის თაობაზე ერთსულოვნება არ არის მიღწეული აფხაზებს შორის, ხოლო საქართველოში ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ გადავშალოთ 2008 წლის აგვისტოს ომის გვერდი და დავიწყოთ ახლის წერა.

ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნატალი ვანდისტადთან ინტერვიუში რუსეთის ზეწოლის შესახებ დასმულ კითხვას. ინტერვიუ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები