ეს იყო შთამბეჭდავი მოხსენება იმ მართლაც შთამბეჭდავ ცვლილებებზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში გატარდა. როგორც მთავრობის წევრმა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ და როგორც უფლებადამცველმა, მე შემიძლია, თამამად დავარქვა ამ ორ წელს, რომ ეს ორი წელი იყო ადამიანზე ორიენტირებული წელი, ადამიანზე ზრუნვის, ადამიანის პატივისცემის და თავისუფლების პატივისცემის ორი წელი. და ამის ნათელი მაგალითები გვაქვს. მართლა არასდროს არ ყოფილა ასეთი გარანტირებული სიტყვის თავისუფლება, არასდროს არ ყოფილა სასამართლო ასეთი თავისუფალი, არასდროს, ვერ დაასახელებთ ქვეყანას, რომელმაც მოახერხა და ორ წელიწადში ჩაატარა ისეთი შთამბეჭდავი რეფორმა ჯანდაცვის სფეროში, რომელიც საქართველომ მოახერხა, როდესაც პრაქტიკულად ყველა მოქალაქეს მიეწოდება აბსოლუტურად უფასო სერვისი ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი ცვლილებები. იგივე გაკეთდა დევნილების მიმართულებითაც, პრაქტიკულად, 10 000-მდე ადამიანმა მიიღო საცხოვრებელი ორი წლის განმავლობაში. ასეთი მასშტაბური მშენებლობა არ განხორციელებულა ამ წლების განმავლობაში.
tbl.ge/tt4
დაკოპირდა
ასე შეაფასა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა პრემიერის ანგარიში მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შესახებ.
ამავე თემაზე
- ნადირაშვილი: კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად არაადეკვატურია ეს მთავრობა
- პრემიერი აფხაზებს და ოსებს: გქონდეთ ავტონომია ერთიანი საქართველოს ფარგლებში
- ფანჯიკიძე: ბევრი მიღწევა მე თვითონ არ ვიცოდი და გაოცებული, ამაყი დავრჩი
- პრემიერი: ენმ უცხოეთში სასწავლებლად მათ ნაცნობ სტუდენტებს გზავნიდა
- პრემიერი: ჩვენს ბევრ მიღწევას არ აჩვენებენ ტელევიზიაში, არ უხარიათ და მაგიტომ