უსუფაშვილის წერილი ივანიშვილზე

უსუფაშვილი: ჯერ არ მაქვს პასუხი, წერილში თანხა ვინ გადაიხადა

ამ წერილის თემა იყო ერთი თემა - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის გეგმების შემსრულებელი საქართველოში, რასაც ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი იყენებენ მთავარ არგუმენტად. მე შევეცადე სწორედ ფაქტების აღნუსხვას იქ, სინამდვილეში რა ხდებოდა. სინამდვილეში ვინ იყო ის ადამიანი, ვინც მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს, პრაქტიკულად, ასაზრდოებდა ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი 3-4 წლის განმავლობაში; ვინ იყო ის ადამიანი, ვინც საქართველოს ჯარების, შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას უწყობდა ხელს NATO-ს სტანდარტებთან მისაახლოებლად; ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ხელფასებს უხდიდა სააკაშვილის მთავრობას 2-3 წლის განმავლობაში, რომ მათ კორუფციული აზრები არ გასჩენოდათ თავში. იმ ადამიანებმა, ვისაც ეს თემა[თანხის გადამხდელის გარკვევა] უნდა მოეგვარებინა, დღემდე ვერც მე მითხრეს კონკრეტული პასუხი და ვერც სხვას. მე ვწუხვარ ამისთვის, რომ ეს ასე მოხდა. მე პირადად ეს წერილი დავწერე საგარეო აუდიტორიისთვის, მერე გადავეცი იმ ორგანიზაციას, რომელზეც იყო საუბარი[agenda.ge], შემდგომ ქართული გამოვაქვეყნე აქ ადგილზე. მაგრამ ამ ტიპის ოპერაციაში სახელმწიფო ფული რომ არ დახარჯულა, ამაზე პასუხს ვაგებ, დანარჩენზე ჯერ კიდევ არ მაქვს სრული პასუხი

პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილის სტატია, სათაურით "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა პუტინის "თანამზრახველი" ივანიშვილი" International New York Times-ის 16 ოქტომბრის ნომერში სარეკლამო გვერდზე განთავსდა. TI-ის ინფორმაციით, წერილში 75 000 ევროა გადახდილი.

კომენტარები