კორძაია: მომხრე ვარ, მედიისთვის რეგულაციების დადგენა ხდებოდეს უფრო ეტაპობრივად

ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მედიაში ჩარევა და რეგულაციების დადგენა ხდებოდეს უფრო ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ. იმიტომ, რომ მედია არის ძალიან სათუთი ორგანიზმი და მას უნდა ვეხმარებოდეთ იმოქმედოს ევროდირექტივების კანონით დადგენილ ფარგლებში ისე, რომ მძიმე ფინანსური და მატერიალური ზიანი არ მიადგეს. ამ განხილვების დროს საქართველოში არ ვიყავი და ამ სხდომებს არ დავსწრებივარ, მაგრამ ჩემი პოზიცია იმით გამოვხატე, რომ თავი შევიკავე.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები