ლარის კურსის ვარდნა

ტყემალაძე: ლარი არაფერ ცუდ მდგომარეობაში არ არის

ლარი არაფერ ცუდ მდგომარეობაში არ არის. ლარი არის მცოცავი კურსი და ეს რყევები ყოველთვის მოსალოდნელია. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ ლარის კურსის ვარდნა შეაფასა. ცნობისთვის, ლარი დღეს კიდევ უფრო გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 11 თებერვლიდან 1 დოლარი 2.0421 ლარი ღირს.

კომენტარები