ლარის კურსის ვარდნა

კვირიკაშვილი ლარის კურსზე: პესიმიზმის საფუძველი არ გვაქვს

ქამრების შემოჭერა, ეს არის ის პირველი ადეკვატური ნაბიჯი, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა ამ საკურსო ცვლილების გამო. პირველ რიგში, მთავრობა ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით გადადგას შემხვედრი ნაბიჯი. ამას ორმაგი დატვირთვა აქვს. პირველ რიგში, ეს არის მორალური ნაბიჯი, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის ეკონომიკის კუთხით გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენ მეტი ჟანგბადი დავუტოვოთ ბიზნესს. მე მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებზე გათვლილი გეგმა, რაც ნამდვილად მოიტანს ხელშესახებ შედეგს. არ უნდა ვიყოთ პესიმისტურად განწყობილნი, არ გვაქვს ამისი არანაირი საფუძველი.

აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრისას.

კომენტარები