ლარის კურსის ვარდნა

ივანიშვილი: ეროვნულმა ბანკმა დროულად გააკეთა ინტერვენცია

გადაჭარბებული არაფერი მითქვამს, თუმცა, ოპტიმიზმი, ალბათ, ზედმეტად იყო ჩადებული ჩემს განცხადებაში, რადგან პანიკა და აჟიოტაჟი ლარს დააზარალებს. დღესაც ვიმეორებ, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესები საგარეო და ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და არა ხელისუფლების სისუსტით. ეროვნულმა ბანკმა დროულად გააკეთა ინტერვენცია და ეს სულაც არ ეწინააღმდეგება იმას, რაც მე ვთქვი - ლარი ჯანსაღად რეაგირებს პროცესებზე.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში კითხვაზე, "თქვენი ტელეინტერვიუდან მეორე დღეს, როდესაც თქვით, რომ ლარი ჯანსაღია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, სიტუაცია რთულია და მონეტარული პოლიტიკა უნდა გავამკაცროთო. სხვათა შორის, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე მიიჩნევს, რომ ლართან დაკავშირებით თქვენ სპეციალურად გააკეთეთ ზემოხსენებული განცხადება, რათა პანიკა არ დაწყებულიყო".

კომენტარები