ქრისტიანები არა მარტო ახლო აღმოსავლეთში იდევნებიან. უკრაინაში, სადაც ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შემდეგ ძმათამკვლელი ომი გაჩაღდა, რადიკალმა ნაციონალისტებმა რელიგიათაშორისი შუღლის გაღვივება დაიწყეს. ნადგურდება მართლმადიდებლური ტაძრები და მონასტრები. ბერებს და მორწმუნეებს აშინებენ და აბუჩად იგდებენ. მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში ათი ტაძარი მთლიანად დაანგრიეს და 77-ს სერიოზული ზიანი მიაყენეს. მოკლულია სამი მართლმადიდებელი მღვდელი. ბევრი სასულიერო პირი რუსეთში გაიქცა ექსტრემისტების მუქარისგან გადასარჩენად. არ შემიძლია არ აღვნიშნო პრობლემები, რომლებსაც ქრისტიანები მთელ რიგ დასავლურ სახელმწიფოებში ხვდებიან, სადაც ქრისტიანულ რელიგიასთან მიკუთვნებას არაპოლიტკორექტულად თვლიან და ცხვენიათ ქრისტიანული ფასეულობების, რომელიც ევროპული ცივილიზაციის საფუძველს წარმოადგენს.
tbl.ge/3bs
დაკოპირდა
თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა interfax.ru-ს ცნობით.
ამავე თემაზე
- ოლანდი: თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, ევროკავშირის სანქციები უნდა გაუქმდეს
- რადასთან მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით, პარტია სვობოდას ლიდერი დაკითხეს
- უკრაინის აღმოსავლეთში რუსმა ინტერვენტებმა ცეცხლი ისევ გახსნეს
- რადასთან შეტაკების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, 130 - დაშავდა
- რადასთან შეტაკებისას, ერთი პოლიციელი დაიღუპა და 90-მდე - დაშავდა