ზაქარეიშვილი: პუტინი რატომაა მტერი, ჩაჯდა ტანკში, შემოვიდა და ხალხი დახვრიტა?

ნუ ვაკნინებთ საქართველოს სახელმწიფოს. დამამცირებელია და შეურაცხმყოფელია, როდესაც სახელმწიფოს ვუყენებთ პიროვნებას მტრად. მე არ მითქვამს არსად, რომ პუტინი მტერი არ არის, მე ვთქვი, რომ ადამიანი, პიროვნება, თუგინდ პუტინი იყოს, ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი... პუტინი რა, ჩაჯდა ტანკში, დაქოქა, შემოვიდა და ხალხი დახვრიტა თუ რაშია საქმე?.. რას ნიშნავს მტერი? სადმე ნოვოროსიისკში ტახტზე წამოწოლილი ადამიანი, რომელიც ამბობს, მე ვარ საქართველოს მტერი, შეძლება იყოს საქართველოს მტერი? მტერი შეიძლება იყოს მტრული განზრახვის რეალიზატორი ადამიანი. ვერცერთი ადამიანი საბოლო ჯამში სახელმწიფოს მიმართ მტრული გადაწყვეტილების რეალიზაციას ვერ მოახდენს... 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში განმარტავს საკუთარ განცხადებას იმის შესახებ, რომ პუტინი საქართველოს მტერი ვერ იქნება, პალიტრა ტვ-ს გადაცემა რეზიუმეში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები