მეუფე იოსები: შემაძრწუნებელია, როცა ეპისკოპოსი რუსეთის მონობისკენ მოგვიწოდებს

მე შემაძრწუნა ფეისბუკზე გამოქვეყნებულმა სასულიერო პირის ეპისკოპოსის ქადაგებამ. არ ვიცი არის თუ არა ეს მართალი, ძნელი დასაჯერებელია, და თუ მართალია, მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო ერთგული და იქნება კათალიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას მოწამეობრივი ღვაწლისა. და თუ დღეს რომელიმე მღვდელი ან ეპისკოპოსი მოუწოდებს საქართველოს რუსეთის მონობისკენ სამწუხაროდ ამით პატივს არ სცემს ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ასევე სახელს უტეხს ეკლესიის ავტორიტეტს. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარნი კათოლიკოს-პატრიარქი და სამღვდელოება დაუღალავი შრომითა და ლოცვით მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ქვია. და ამ წმინდა გზაზე ინებოს ღმერთმა მალე გავსულივყვეთ. გამთლიანებულიყვეს და გაძლიერებულიყვეს საქართველო

გურიის მოამბის ცნობით, ასე გამოეხმაურა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, სხალთელი ეპისკოპოსის, სპირიდონის ქადაგებას, სადაც მან განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასა და ბელორუსს ღვთის განგებით დაიპყრობს, ხოლო რუსეთის მლანძღველს ვერ უწოდებს ქართველს
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო კახაძე

კომენტარები