ე.წ. ხელშეკრულება

იმერლიშვილი: ე.წ შეთანხმების გაფორმება ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია

ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, თუმცაღა მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია და ის არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმებს. ჩვენ როდესაც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, როდესაც რუსი სამხედროები დგანან ამ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, სამხედრო საფრთხე არსებობს, თუმცაღა კიდევ ერთხელ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ, რომ არაღიარების პოლიტიკა, საერთაშორისო მხარდაჭერა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა იყოს დაფიქსირებული.

განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებაზე.

კომენტარები