შსს

იზორია: კონსტიტუცია ინფორმაციის წყაროს არ იცავს

...მოვისმინეთ კონტრარგუმენტი, თითქოს დეპუტატს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია და არ გასცეს წყარო და, შესაბამისად, არ მისცეს ჩვენება. კონსტიტუციით მართლაც გარანტირებულია ეს უფლება, მაგრამ ეს ჩანაწერი კი არ იცავს ინფორმაციის წყაროს, მით უფრო თუ ის სამართალდარღვევას ჩადის. მით უფრო პოლიციელს, რომელსაც უფრო მეტი შეზღუდვა აქვს ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, მათ შორის საჯაროდ გამოსვლის თვალსაზრისით.... სამართლებრივად ამას ჰქობვია მამხილებელი. თუმცა, ამ მამხილებელმა, რომელმაც უნდა ამხილოს საჯარო სამსახურში ვიღაცის უკანონობა და ამაზე ფლობდა ინფორმაციას, კანონი პირდაპირ განსაზღრავს ადრესატებს, თუ ვინ უნდა მიაწოდოს, რომ ამ ადრესატმა, რომელიც არის საგამოძიებო ორგანო, პროკურატურა, სახალხო დამცველი, ან შიდა მოკვლევის სამსახური, უნდა დაადგინოს ობიექტურობა, მოწინააღმდეგეს არგუმენტებსაც მოუსმინოს, რათა არ მოხდეს საჯარო სამსხურის დისკრედიტაცია. იმიტომ, რომ შეიძლება ამ მხილებას სუბიექტური ინტერესი ჰქონდეს...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევა იზორია პოლიციელის მიერ დეპუტატ გივი თარგამაძისთვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ.

კომენტარები