პრემიერის პრესკონფერენცია

კუბლაშვილი: პრემიერი სულ სხვა პლანეტიდან გვესაუბრებოდა

თუ ვინმე ნახავდა პრემიერის დღევანდელ პრესკონფერენციას, მიხვდებოდა რომ ეს ადამიანი სულ სხვა პლანეტიდან გვესაუბრებოდა. იმიტომ, რომ მის პლანეტაზე მხოლოდ წარმატებები იყო... აბსოლუტურად საპირისპიროდ ჩანს ყოველდღიურობაში დე ბუნებრივია, გამოჩნდებოდა კვლევაშიც. ამიტომ არაადეკვატურობა, სამწუხაროდ, პრემიერის მთავარი პრობლემაა და სამწუხაროდ, ეს დღეს ქვეყნის პრობლემაცაა, რადგან ქვეყანას ყავს მთავრობა, რომელის აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და რაღაც თავის ნაჭუჭში ცხოვრობს. ეს გამოწვეულია ერთადერთი რამით - პრემიერიც და მინისტრებიც ანგარიშვალდებულნი არიან ერთი პიროვნების, ერთ მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე და არა საზოგადოების წინაშე. სამან ასე გაგრძელდება, ვერც ისინი შეიგრძნობენ რეალობას და ვერც ქვეყანა წავა წინ... ვიდრე ეს მთავრობა იქნება, ვიდრე მთავრობა არ გადადგება, მანამდე ეს პრობლემა ქვეყანაში დარჩება....

საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.

კომენტარები