IRI-ის კვლევა

ჯაფარიძე: მთავრობა, რომელიც ამბობს რომ რეცეპტი არ აქვს, უნდა გადადგეს

კვლევა აჩვენებს მთავრობის და მისი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველის 2 წლიანი მმართველობის ჯერჯერობით არა სრულს, მაგრამ მაინც კრახს. ეს კრახი კიდევ უფრო გაღრმავდება, სიტუაცია არ გამოსწორდება... თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ სახელმწიფოს, რომლის მთავრობის მეთაურიც იტყვის ასეთ წინადადებას, რომ მას არ აქვს რეცეპტი... რომ მან არ იცის გამოსავალი კრიზისიდან და ის თუნდაც კიდევ ერთი დღე დარჩება მთავრობაში... მაშინ უნდა გადადგეს მთლიანი მთავრობა მეთაურითურთ და ან და დაინიშნოს ახალი არჩევნები, ან დაინიშნოს ტექნოკრატიული მთავრობა, რასაც ასევე საკმაოდ ხშირად მიმართავენ.

საზოგადოება ივერიას წევრი გიორგი ჯაფარიძე IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებისა და მთავრობის საქმიანობის შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.

კომენტარები