მღვდელი ილია: ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეები ეკლესიამ უნდა განკვეთოს

სამწუხაროდ, უკვე სისტემური სახე მიიღო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში მოკალათებული, პოზიციის თუ ოპოზიციის წევრთა მიერ ხმამაღლა აღიარება იმ აზრისა, რომ ოჯახი შეიძლება იყოს ერთსქესიანთა კავშირი (ე.ი. ჰომოსექსუალური კავშირი). ასეთი ადამიანები ნიადაგს ამზადებენ ჰომოსექსუალური ქორწინების დაკანონებისათვის საქართველოში, თავისი მრწამსიდან გამომდინარე არ არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, ისინი ქრისტიანობიდან ძალიან შორს დგანან, ამიტომ ეკლესიამ უნდა განკვეთოს ისინი თავისი სხეულიდან,ვინც ისედაც განკვეთილნი (ანუ განმდგარნი და დაპირისპირებულნი) არიან მასთან. 
p.s. 1.განკვეთა, ანუ ბერძნულად ”ანათემა”, საეკლესიო სამართლებრივი ქმედებაა რომელიც გულისხმობს იმ პირის საეკლესიო ერთობიდან, ანუ ქრისტიანთა დასიდან გარიცხვას, ვინც ისედაც განდგარია და დაპირისპირებული ქრისტეს ეკლესიასთან, გამომდინარე მისი მრწამსიდან და ქმედებებიდან.
2. ეს სიტყვები არავინ მიიღოს ჰომოფობიურ განცხდებად. ეკლესია და მეც სიყვარულით ვუყურებთ ყველა ადამიანს. ერთია ჰომოსექსუალი ადამიანის მიმართ თანაგრძობა, და სხვაა ჰომოსექსუალური ქორწინების (და ოჯახის), მათ მიერ შვილის აყვანის უფლება. ეს საკითხები სრულად სხვადასხვაა და მათი ერთმანეთთან გათანაბრება დიდი შეცდომაა.

წერს მღვდელი ილია ჭიღლაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ეს კომენტარი მან გამოცემა 17 მაისის კამპანიასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა, გეი ქორწინებას მხარი დაუჭირა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები